ჩვენს შესახებ
GWG Development-ი წარმოადგენს დინამიურ და ინოვაციურ ბრენდს, რომელიც ქართულ სამშენებლო სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
ჩვენთვის ხარისხი არ განისაზღვრება მხოლოდ მასალებით. ეს არის სისტემური მიდგომა, რომელიც მოიცავს გააზრებულ დაგეგმარებას, პროცესების მართვას, პასუხისმგებლობას და სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სამშენებლო და არქიტექტურულ სტანდარტებთან.
დღეისათვის კომპანიას განხორციელებული აქვს 75,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის პროექტები, რომლებიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე მრავალფუნქციურ კომპლექს. თითოეული მათგანი შექმნილია იმ პრინციპით, რომ სივრცე იყოს ფუნქციურად გამართული, ვიზუალურად დაბალანსებული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული.
ამჟამად კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ორი მიმდინარე პროექტით თბილისა და ბათუმში — სტრატეგიულად შერჩეულ ლოკაციებზე, რომლებიც გამოირჩევა განვითარების მაღალი პოტენციალით და საინვესტიციო მიმზიდველობით.
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვა არსებითად განსხვავდება ბაზარზე დამკვიდრებული სტანდარტებისგან. ამ განსხვავების საფუძველი არის ჩვენი გუნდის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივ ბაზარზე დავნერგოთ უფრო განვითარებული, გააზრებული და თანამედროვე მიდგომები.
GWG Development-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასა და სტანდარტებზე დაყრდნობით მუშაობენ. ეს ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, თითოეულ პროექტს შევხედოთ ფართო პერსპექტივიდან და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ პროექტებს აქცევს უფრო დინამიურს, მაცხოვრებლებს კი გაუმარტივებს ყოველდღიურობას.
ჩვენთვის სამშენებლო პროცესი არ არის მხოლოდ ტექნიკური ამოცანა — ეს არის გააზრებული სისტემის შექმნა, სადაც თითოეული დეტალი ლოგიკურად არის გამართული. ჩვენ არ მივყვებით ბაზარზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებს; პირიქით, ვაყალიბებთ ახალ სტანდარტს, სადაც ფორმა, ფუნქცია და ესთეტიკა ერთიან, ჰარმონიულ შედეგს ქმნის.
ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სივრცეს — ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყოველი გადაწყვეტილება ემსახურება ადამიანის კომფორტს და ფუნქციურ სრულყოფილებას.
ჩვენი მისია
ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეულია, არამედ რეალურად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებს. თითოეული პროექტი გააზრებულია უმცირეს დეტალებამდე — დაგეგმარებიდან - შესრულებამდე, რათა საბოლოო შედეგი იყოს ადგილი, სადაც ადამიანები თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.
ჩვენ გვჯერა, რომ სახლი წარმოადგენს ჩვენი ცხობვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს - რომელიც გვეხმარება თითოეული დილა იყოს პოზიტივით დატვირთული, რათა მარტივად გავუმკლავდეთ თანამედროვე ცხოვრების რიტმს, ხოლო საღამოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგვეძლოს ჰარმონიულად გავატაროთ დრო ოჯახთან და მეგობრებთან.
ჩვენ ვქმნით სივრცეებს — თქვენ აქცევთ მას სახლად
გსურთ მეტი ინფორმაცია ან ინვესტიციის განხილვა?
დაგვიკავშირდით →
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი ღირებულებები მაღალი სტანდარტების შესაბამისია, რასაც ჩვენი პროექტებით ვთავაზობთ მაცხოვრებლებს. უმაღლესი ხარისხის მასალით აშენებული პროექტები, სადაც მომსახურების მაღალ სტანდარტებზე ვართ პასუხისმგებლები. სწორედ ამიტომ ჩვენი ლოზუნგია ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ სახლებს, ჩვენ ვაშენებთ მომავალს სადაც თაობები გაიზრდებიან.