გაზიარება
Scroll down

შენი სახლის ახალი მისამართი

ჩვენ შესახებ

GWG Development

კომპანია წარმოადგენს Georgian Wings Group-ის ჰოლდინგის ნაწილს, დინამიურ და ინოვაციურ ბრენდს, რომელიც ქართულ სამშენებლო სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ჩვენთვის ხარისხი არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ მასალებით. ეს არის იდეა, რომელიც მოიაზრებს სისტემურ ხედვას, პასუხისმგებლობას და საერთაშორისო სამშენებლო თუ არქიტექტურულ სტანდარტებთან აბსოლუტურ შესაბამისობას.

კომპანიის ხუთწლიანი არსებობა 75 000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე განხორციელებულ პროექტებს მოიცავს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომლის საერთო ფართობიც 58,000 კვადრატულ მეტრს აღემატება, მოიცავს 875 აპარტამენტსა და მრავალ დამხმარე თუ გასართობი ფუნქციის მქონე სივრცეს. ამავდროულად, დაწყებულია მეორე მასშტაბური პროექტი ქ. თბილისში. თანამედროვე სამეზობლო, რომელიც შედგება 4 ბლოკისგან და 285 ბინისგან, მდებარეობს კრწანისში, მშვიდ გარემოში, სატყეო ზონის განაპირას.

ჩვენი ხედვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებულ ტრადიციული პრაქტიკისგან. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე სამშენებლო კულტურა იქმნება არა მხოლოდ ტექნოლოგიით, არამედ აზროვნების ახალი წესით, როდესაც თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ლოგიკას, დეტალზე ფიქრს და სივრცის მნიშვნელობის გააზრებას. ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სამყოფ სივრცეს, ჩვენ ვქმნით სივრცეებს, სადაც ყოველი დეტალი აზროვნების შედეგია, თითოეულ ფორმას აქვს დანიშნულება და ყოველი გადაწყვეტილება ემსახურება ადამიანის კომფორტს, ესთეტიკასა და ფუნქციურ სრულყოფილებას.

ჩვენი მისია მარტივია, უცხოური გამოცდილების ინტეგრირებით, განვაახლოთ სივრცის შექმნის კულტურა საქართველოში და დავამკვიდროთ ისეთი ხარისხი, რომელიც იგრძნობა არა მხოლოდ კედლებში, არამედ ატმოსფეროში, რომელსაც ეს სივრცე ქმნის.

 

01.
0
აშენებული ფართობი
0
მიმდინარე პროექტი
0
გაყიდული აპარტამენტი
0
დასრულებული პროექტები