გადასვლა შინაარსზე

იპოვეთ თქვენი ბინა

ბლოკი

A

ბლოკი A

59 ხელმისაწვდომი

B

ბლოკი B

66 ხელმისაწვდომი

C

ბლოკი C

58 ხელმისაწვდომი

D

ბლოკი D

102 ხელმისაწვდომი

პროექტის შესახებ

      ადგილმდებარეობა

კრწანისი ისტორიულად წარმოადგენდა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ და მნიშვნელობით გამორჩეულ ზონას. ბუნებრივად გამაგრებული რელიეფისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ქალაქის დამცავი ბარიერის ფუნქციას. სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა თბილისში შემოსასვლელი მთავარი გზა, რის გამოც კრწანისი ცნობილია როგორც „სამხრეთის კარიბჭე“.

ამ ისტორიულმა მნიშვნელობამ შექმნა უნიკალური გარემო — ადგილი, სადაც ბუნება, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთთან ორგანულად არის შერწყმული და დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ იდენტობას.

GWG კრწანისი სწორედ ამ კონტექსტში ვითარდება — რეკრეაციული ზონის მიმდებარედ, მთის ძირში. პროექტის დაგეგმარება ეფუძნება იდეას, რომ არქიტექტურა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გარემოს, არამედ უნდა აგრძელებდეს მას. თითოეული არქიტექტურული გადაწყვეტა ჰარმონიულად ეხმიანება ლანდშაფტს, ამდიდრებს არსებულ სივრცეს და ინარჩუნებს მის ბუნებრივ ავთენტურობას.

       პროექტის აღწერა

კომპლექსი შედგება ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელთა ფასადები შესრულდება ტრავერტინის ქვით, დეკორატიული აგურითა და ალუმინის კომპოზიტური პანელებით. ეს მასალები ქმნის დაბალანსებულ დიალოგს კლასიკურსა და თანამედროვეს შორის, რაც პროექტს ანიჭებს გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა გამწვანებასა და რეკრეაციულ სივრცეებს — დაახლოებით 4000 მ² ტერიტორია სრულად მოეწყობა როგორც დასასვენებელი და საზოგადოებრივი გარემო. დაირგვება 100-ზე მეტი ხე და სხვადასხვა ტიპის მცენარე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კრწანისისთვის დამახასიათებელ ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოს.

       პროექტის უპირატესობები

  • 24/7 ვიდეო კონტროლი და დაცვა
  • ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენი სადგურები
  • კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა 
  • ღია საბავშვო მოედანი 
  • მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები 
  • სპეციალურად მოწყობილი, იზოლირებული ზონა შინაური ცხოველებისთვის
  • კერძო საბავშვო ბაღი 
  • ყოველდღიური საჭიროების ქსელური მარკეტი 
  • აფთიაქი 
  • საერთო სამუშაო სივრცე (co-working) 
  • კეთილმოწყობილი ველნეს და აქტიური ცხოვრების სივრცე (ფიტნესის ნაცვლად უფრო ფართო და თანამედროვე კონცეფცია) 
  • საოფისე და კომერციული ფართები 

        ჩაბარების შემდგომი მომსახურება

  • საერთო სივრცეების მართვა და მოვლა 
  • უსაფრთხოების სისტემების უწყვეტ ფუნქციონირება 
  • ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მომსახურება 
  • დასუფთავებისა და ლანდშაფტის მოვლის სერვისები 
  • მაცხოვრებელთა მხარდაჭერის ოპერატიულ სისტემა

გალერეა